Roborock F25 Ultra
-
Pick up from the Woodmart Store
To pick up today
Free
-
Courier delivery
Our courier will deliver to the specified address
2-3 Days
From $40
-
DHL Courier delivery
DHL courier will deliver to the specified address
1-2 Days
From $40
2099₾
მარაგში
მარაგში
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება 200 ლარიდან
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
14 დღე დაბრუნება
მარტივი დაბრუნება
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
აღწერა
აღწერა
Roborock F25 Ultra არის პრემიუმ კლასის იატაკის სველი წმენდის მტვერსასრუტი, რომელიც აერთიანებს ორთქლით დეზინფექციას, უმძლავრეს შეწოვას და სრულად ავტომატიზებულ თვითრეცხვის სისტემას. მისი მთავარი უპირატესობა 180°-ით სრული გაშლის შესაძლებლობა და ორთქლით წმენდაა, რაც მას იდეალურს ხდის როგორც რთული ლაქების მოსაშორებლად, ისე ჰიგიენის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად.
მოწყობილობა იყენებს წყლის გაცხელების სისტემას, რაც უზრუნველყოფს ბაქტერიების 99,99%-ით განადგურებას:
- ორთქლით წმენდა (STEAM): 60 წამში ამზადებს 100°C ცხელ ორთქლს. 6 დისპენსერი თანაბრად აწვდის ორთქლს იატაკს, რაც ადვილად შლის ცხიმსა და ჩამჯდარ ჭუჭყს.
- ცხელი წყალი (HOT WATER): 30 წამში აცხელებს წყალს 86°C-მდე, ხოლო უშუალოდ იატაკზე მიწოდებისას ტემპერატურა 60°C-ია.
- ნალექისგან დაცვა: სისტემა აღჭურვილია 3-დონიანი დაცვით (ინჰიბიტორი, ფილტრი და სპეციალური დაფარვა მილებზე), რაც უზრუნველყოფს აპარატის
- გამართულ მუშაობას 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად წყლის მუდმივი გაცხელებისა.
სიმძლავრე და მართვა
- შეწოვის ძალა: 22,000 Pa – უმკლავდება როგორც სითხეებს, ისე მყარ ნარჩენებს.
- SlideTech 2.0: ორი მოტორიზებული ბორბალი გეხმარებათ მტვერსასრუტის წინ და უკან მართვაში. 5,6 კგ წონა საერთოდ არ იგრძნობა, აპარატი თითქოს “სრიალებს” იატაკზე.
- 180° Flat Design: მტვერსასრუტი სრულად იშლება და წმენდს 12,5 სმ სიმაღლის ავეჯის ქვეშაც კი.
- DirTect სენსორი: ავტომატურად ცნობს დაბინძურების დონეს და თავად არეგულირებს შეწოვის სიმძლავრესა და წყლის მიწოდებას.
თვითრეცხვისა და შრობის სადგური
- ღრმა რეცხვა: როლერი ირეცხება 90°C ცხელი წყლით.
- ორთქლით დეზინფექცია: შესაძლებელია როლერის დამუშავება 150°C ორთქლით.
- ცხელი ჰაერით შრობა: 95°C ტემპერატურის ჰაერი აშრობს როლერს 5 წუთში (სწრაფი რეჟიმი) ან 30 წუთში (ჩუმი რეჟიმი), რაც გამორიცხავს უსიამოვნო სუნსა და ბაქტერიების გამრავლებას.









