Dreame Matrix 10 Pro
-
Pick up from the Woodmart Store
To pick up today
Free
-
Courier delivery
Our courier will deliver to the specified address
2-3 Days
From $40
-
DHL Courier delivery
DHL courier will deliver to the specified address
1-2 Days
From $40
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება 200 ლარიდან
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
14 დღე დაბრუნება
მარტივი დაბრუნება
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
აღწერა
აღწერა
Dreame Matrix 10 Pro არის უახლესი თაობის, ულტრა-პრემიუმ კლასის ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც სრულიად ცვლის სახლის დასუფთავების აღქმას. 30,000 Pa უპრეცედენტო შეწოვის ძალით, მოძრავი მოპების ავტომატური ჩანაცვლების (Multi-mop switching) უნიკალური ტექნოლოგიითა და გიგანტური Multifunctional PowerDock სადგურით, ეს მოდელი შექმნილია მრავალფეროვანი საფარის, შინაური ცხოველებისა და რთული გეგმარების მქონე დიდი სახლებისთვის (200 მ²-მდე).
რევოლუციური ტექნოლოგიები და წმენდის ხარისხი:
-
Multi-Mop Switching (პედების ავტომატური ჩანაცვლება): რობოტი კომპლექტში მოყვება 3 სხვადასხვა წყვილი სპეციალიზებული მოპი. თქვენ ირჩევთ, რომელი ოთახი რომელი პედით დასუფთავდეს, რობოტი კი სადგურზე თვითონ იცვლის მათ პროგრამის მიხედვით:
-
🟠 ნარინჯისფერი (ნეილონით გაძლიერებული): მძიმე და ცხიმიანი დაბინძურებისთვის (მაგ. სამზარეულო).
-
🔘 ნაცრისფერი (ღრუბლისებრი, რბილი სტრუქტურის): სითხეების მოსაგროვებლად და ფაქიზი ზედაპირებისთვის.
-
🔵 ლურჯი (სტანდარტული, სითბოს აკუმულაციით 35-40°C): ყოველდღიური სველი წმენდისა და პარკეტისთვის.
-
-
3-ზონიანი საწმენდი ხსნარის მოდული (Three-Solution Compartment): სადგურის ავზი დაყოფილია 3 დამოუკიდებელ ზონად: A ხსნარი – ყოველდღიური წმენდისთვის, B ხსნარი – ცხოველების უსიამოვნო სუნის გასაქრობად და C ხსნარი – პარკეტის დამცავი ბარიერისთვის (ტენისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად).
-
Smart 3Dadapt ნავიგაცია & AI RGB კამერა: LIDAR 360°-ისა და AI RGB კამერის კომბინაცია აქტიურ LED განათებასთან ერთად ახდენს თხევადი დაბინძურების მულტისპექტრულ ამოცნობას. რობოტი არ აზელავს შერეულ მასებს, ცნობს შინაურ ცხოველებს, აფიქსირებს ლაქებს და აკეთებს მათ ლოკალურად ღრმა წმენდას. კორპუსის ფიქსირებული სიმაღლე (10.5 სმ) საშუალებას აძლევს თავისუფლად შევიდეს ავეჯის ქვეშ.
-
Dual Flex Arm ტექნოლოგია: ორივე ჯაგრისი (კუთხის საცეციც და სველი მოპიც) არის გამომწევი მექანიზმის. კედლებთან, პლინტუსებთან და ავეჯის ფეხებთან მიახლოებისას ისინი გარეთ იწევიან და წმენდენ სივრცეს გამოტოვებული ადგილების გარეშე.
-
HyperStream Detangling Duobrush: ფლაგმანური ორმაგი ჯაგრისების სისტემა, რომელიც უპრობლემოდ უმკლავდება 50 სმ სიგრძის ადამიანის თმასა და ცხოველის ბეწვს ნებისმიერ საფარზე.
-
ხალიჩების სრული იზოლაცია: ხალიჩის ულტრაბგერითი დეტექციისას რობოტს შეუძლია სიმძლავრის მომატება, პედების 10 მმ-ით აწევა, ან — მხოლოდ მშრალი წმენდისას პედების მოხსნა და სადგურზე დატოვება, რათა ხალიჩა მაქსიმალურად მშრალი და სუფთა დარჩეს.
-
Easyleap ორდონიანი ბარიერი: ინოვაციური 2-დონიანი სისტემით რობოტს შეუძლია ჯამში 40 მმ-მდე სიმაღლის ორდონიანი საფეხურის/ზღურბლის გადალახვა.
Multifunctional PowerDock – სრულიად ავტონომიური სადგური:
-
ზომები: სიმაღლე – 59 სმ (აწეული თავსახურით – 87 სმ) | სიღრმე – 46 სმ | სიგანე – 42 სმ | წონა – 16 კგ.
-
გიგანტური ტევადობა: სუფთა წყლის კონტეინერი – 5.5 ლიტრი, ბინძური წყლის – 4 ლიტრი, ნაგვის ტომარა – 3.2 ლიტრი (საკმარისია რამდენიმე თვის განმავლობაში).
-
ThermoHub 100°C რეცხვა & 45°C შრობა: სადგურზე პედები ირეცხება 100°C ადუღებული წყლით, რაც 99.99%-ით კლავს ბაქტერიებს და სრულად აშორებს ცხიმს. შრობა ხდება 45°C ცხელი ჰაერით (პარალელურად შრება რეზერვუარში მყოფი დანარჩენი პედების წყვილებიც). ფილტრი არის მოხსნადი, ხოლო თავად გამრეცხი პატჩი თვითონ იწმინდება პედების სწრაფი როტაციით.
-
Rewash და Remop ინტელექტი: სადგური რეცხვისას ამოწმებს ნარჩენი წყლის დაბინძურებას და საჭიროებისას ხელმეორედ რეცხავს პედებს. თუ კამერამ იატაკზე დარჩენილი ლაქა დააფიქსირა, რობოტი პედების გარეცხვის შემდეგ ბრუნდება და ასრულებს ხელმეორედ წმენდას პერპენდიკულარული (ჯვარედინი) სვლით.
სმარტ მართვა და ასისტენტები:
-
პირდაპირი ხმოვანი ასისტენტი “Okay Dreame”: მუშაობს ყუთიდანვე, ინტერნეტისა და აპლიკაციის გარეშე (ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე).
-
ეკოსისტემა: თავსებადია Matter პროტოკოლთან, Google Assistant, Amazon Alexa, Apple Siri და შესაძლებელია მართვა Apple Watch-დანაც.
-
Dreame Home აპლიკაცია (2.4 GHz): ოთახების 2D/3D რუკის სრული რედაქტირება, ვირტუალური კედლები, ფარდების უკან წმენდის რეჟიმი, სამუშაო განრიგი და LIVE რეჟიმში კამერით თვალყურის დევნება + ორმხრივი აუდიო კომუნიკაცია (PET Recognition ფუნქციით).









