Xiaomi Body Composition Scale S400
-
Pick up from the Woodmart Store
To pick up today
Free
-
Courier delivery
Our courier will deliver to the specified address
2-3 Days
From $40
-
DHL Courier delivery
DHL courier will deliver to the specified address
1-2 Days
From $40
79₾
მარაგში
მარაგში
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება 200 ლარიდან
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
14 დღე დაბრუნება
მარტივი დაბრუნება
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
აღწერა
აღწერა
Xiaomi Body Composition Scale S400 — ეს არის ჭკვიანი სასწორი, რომელიც ზუსტად და მარტივად გეხმარება შენი სხეულის წონის გაგებაში. ის არა მხოლოდ წონას ზომავს, არამედ გიჩვენებს იმ დეტალებსაც, რაც რეალურად განსაზღვრავს ჯანმრთელობას — ცხიმის დონე, კუნთის მასა, წყლის შემცველობა, ცილის დონე, მეტაბოლიზმი და ფიზიკური ასაკი.
სასწორის ზედაპირი დამზადებულია გამძლე შუშისგან, ხოლო ქვედა ნაწილი — მაღალი ხარისხის პლასტმასისგან. გაზომვა ხდება 4 მრგვალი სენსორის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ ორსიხშირიანი BIA ჩიპის დახმარებით — ეს ნიშნავს, რომ სასწორი ბიოელექტრული წინაღობის ანალიზით ზუსტად აფასებს სხეულის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს. საჭიროა ფეხშიშველი დადგომა, რათა შედეგები იყოს მაქსიმალურად სანდო.
Xiaomi S400 ზომავს 25-მდე სხვადასხვა მაჩვენებელს და შეუძლია გულისცემის სიხშირის განსაზღვრაც. აქვს ფუნქცია იდეალური წონის გამოანგარიშებისთვის — შენი სიმაღლისა და ასაკის მიხედვით, რაც დაგეხმარება მიზნების სწორად განსაზღვრაში.
სასწორი აღიქვამს მინიმუმ 100 გრამიდან 150 კგ-მდე წონას და ავტომატურად ირთვება 100 გრამის დაწოლისას. ასევე აქვს ნივთების აწონვის რეჟიმი და სპეციალური ფუნქცია ბავშვის ან ცხოველის აწონვისთვის — საჭიროა ჯერ მშობლის აწონვა, შემდეგ ბავშვის ხელში აყვანა.
მომხმარებელს შეუძლია შექმნას 36-მდე პირადი პროფილი, ხოლო სასწორი ავტომატურად ცნობას ახდენს სხეულის წონის მიხედვით. სტუმრის რეჟიმი კი უზრუნველყოფს, რომ სტუმრის მონაცემები არ აისახოს საერთო სტატისტიკაში.
მოწყობილობა მუშაობს 4 AAA ელემენტზე (არ მოყვება კომპლექტში) და უზრუნველყოფს მუშაობას 180 დღემდე ერთი ჩასმით. მონაცემები გადაიცემა Bluetooth-ის მეშვეობით და სინქრონიზდება Mi Home აპლიკაციასთან, სადაც შეგიძლია იხილო სრული სტატისტიკა და მართო ფუნქციები 10-მეტრიანი მანძილიდან.
Xiaomi Body Composition Scale S400 — იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ზრუნავს ჯანმრთელობაზე და სურს ყოველდღიურად აკონტროლოს საკუთარი სხეულის მდგომარეობა მარტივად, თანამედროვე და სტილურ ფორმატში.
მახასიათებლები
| ბრენდი | Xiaomi |
| მოდელი | Xiaomi Body Composition Scale S400 |
| ტიპი | ჭკვიანი სასწორი |
| ტექნიკური მახასიათებლები | |
| სამუშაო წონა: | 100გრ - 150კგ |
| გამოყენებული მატერიალები: | შუშის ზედაპირი,პლასტმასის ქვედა მხარე |
| ენერგიის წყარი | 4 ცალი AAA ზომის ელემენტი( არ მოყვება) |
| სიზუსტე: | +- 50გრ |
| BIA: | ორსიხშირიანი ბიოელექტრული წინაღობის ანალიზის ჩიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ სხეულის სხვადასხვა პარამეტრები- 4 მრგვალი სენსორით სასწორის პანელზე (უნდა დავდგეთ ფეხშიშველი ) |
| გაზომვის რაოდენობა: | ჯამში 25 მდე სხავდასხვა ტიპის პარამეტრის გაზომვის შესაძლებლობა |
| გულისცემის გასაზომი სენსორი: | დიახ |
| ბიომეტრიული სენსორი: | აქვს სენსორი ბიომეტრიული მუხტის გატარებით ჩვენს სხეულში გვიზომავს რამდენიმე პარამეტრს: ცხიმის შემცლელობა, კუნთის მასა, ცილის დონე, სითხის დონე, მეტაბოლიზმის დონე, ძვლოვანი მასა, სხეულის ტიპი, ფიზიკური ასაკი და სხვა |
| ადამიანის ასაწონად საჭიროა მინიმუმ 5 კგ სიმძიმით გავააქტიუროთ სასწორი | |
| ნივთების აწონვის რეჟიმი: | სასწორი 100 გრამი დაწოლით გააქტიურდება და დაიწყებს აწონვას |
| იდეალური წონის გამოანგარიშების ფუნქცია: | ჩვენი სიმაღლის, ასაკისა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით |
| 36 პერსონის პირადი პროფილის შექმენა და ადამიანის ავტომატური ამოცნობა: | ამოცნობა ხდება წონის მიხედვით თუ ვინ დგას სასწორზე |
| სტუმრის რეჟიმი: | სტუმრის წონა არ აისახება სტატისტიკაში |
| ბავშვის/ცხოველის აწონვის ფუნქცია: | ჯერ ვწონით მშობელს დამოუკიდებლად, შემდეგ ხელში ავიყვანთ ბავშვს/ცხოველს და სასწორი დაგვითვლის წონას |
| ელემენტის მუშაობის დრო: | 180 დღემდე ( დამოკიდებულია ელემენტის ხარისხზე) |
| უკავშირდება აპლიკაციას: | Mi Home, სადაც ვნახავთ სტატისტიკას, ვრთავთ რეჟიმებს, ვცვლით წონის ერტეულებს |
| მუშაობის მანძილი: | აპლიკაცია მუშაობს ბლუთუზით 10 მეტრის არეალში |
