Roborock F25 RT Gen 2

კოდი: 31607
  • Pick up from the Woodmart Store

To pick up today

Free

  • Courier delivery

Our courier will deliver to the specified address

2-3 Days

From $40

  • DHL Courier delivery

DHL courier will deliver to the specified address

1-2 Days

From $40

999₾

მარაგში

მარაგში

უფასო მიწოდება

უფასო მიწოდება 200 ლარიდან

ოფიციალური გარანტია

2 წლიანი გარანტია

14 დღე დაბრუნება

მარტივი დაბრუნება

უსაფრთხო გადახდა

სწრაფი და უსაფრთხო გადახდა

აღწერა

აღწერა

Roborock F25 RT Gen 2 არის მძლავრი, ხელის უსადენო იატაკის მრეცხავი, რომელიც განკუთვნილია იატაკის ეფექტური სველი წმენდისთვის. მოწყობილობა აღჭურვილია 20,000 Pa შესრუტვის ძალით, 150W ძრავითა და FlatReach 2.0 ტექნოლოგიით, რაც საშუალებას გაძლევთ მტვერსასრუტი სრულად დააწვინოთ 180°-ით დაბალი ავეჯის ქვეშ გასასუფთავებლად. JawScrapper კბილანების სისტემა ეფექტურად იცავს როლერს თმის ჩახვევისგან, ხოლო ინოვაციური თვითწმენდადი სადგური როლერს რეცხავს 95°C ადუღებული წყლით და იშრობს ცხელი ჰაერით. მოხსნადი 4000 mAh ბატარეა და ტევადი წყლის ავზები უზრუნველყოფს მოსახერხებელ და სწრაფ დალაგებას.

მთავარი უპირატესობები

  • მაღალი შესრუტვის ძალა და ეფექტურობა: 20,000 Pa შეწოვის ძალა, 150W სიმძლავრის ძრავი და როლერის 450 ბრ/წთ როტაცია უზრუნველყოფს იატაკიდან ნებისმიერი ტიპის სველი თუ მშრალი დაბინძურების მომენტალურ მოშორებას.
  • FlatReach 2.0 ტექნოლოგია: კონსტრუქცია სრულად წვება 180°-ით, სადაც დაწოლილ მდგომარეობაში კორპუსის სიმაღლე სულ რაღაც 12.5 სმ-ია. ეს საშუალებას გაძლევთ მარტივად დაასუფთაოთ საწოლების, დივნებისა და დაბალი ავეჯის ქვეშ არსებული სივრცე.
  • ინოვაციური თვითწმენდა სადგურზე (95°C): დასუფთავების დასრულების შემდეგ, სადგური ძირზე არსებული ელექტრო გამაცხელებელი ელემენტით წამებში ადუღებს წყალს 95°C-მდე. როლერი ირეცხება ცხელი წყლით და შემდგომ შრება 90-95°C ცხელი ჰაერის დაბერვით, რაც სპობს ბაქტერიებისა და სიბინძურის 99%-ს.
  • JawScrapper თმის ჩახვევის საწინააღმდეგო სისტემა: როლერის მთელ სიგრძეზე ინტეგრირებული სპეციალური კბილანები ავტომატურად აცლის ჩახვეულ თმებსა და ბეწვს, რაც გამორიცხავს ჯაგრისის ხელით გაწმენდის საჭიროებას.
  • ხანგრძლივი ავტონომიურობა და მოხსნადი ბატარეა: 4000 mAh მოხსნადი აკუმულატორი უზრუნველყოფს 35-40 წუთამდე მუშაობას ECO რეჟიმში და 15-18 წუთს MAX რეჟიმში. სრული დამუხტვა საჭიროებს 4 საათს.
  • ტევადი წყლის რეზერვუარები: აღჭურვილია 870 მლ სუფთა და 720 მლ ბინძური წყლის ავზებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ დიდი ფართობი წყლის ხშირი დამატებისა თუ დაცლის გარეშე.
  • მარტივი და ინტუიციური მართვა: კორპუსზე განთავსებულია LED ინდიკატორები და 3 ძირითადი ღილაკი (ჩართვა/გათიშვა, ECO/MAX რეჟიმების გადართვა და თვითრეცხვის აქტივაცია).
  • საწმენდი სითხის გამოყენების შესაძლებლობა: სუფთა წყლის ავზში შესაძლებელია იატაკის სპეციალური საწმენდი სითხის (10-20 მლ) გაზავება უკეთესი ჰიგიენური შედეგისთვის.

მახასიათებლები