Xiaomi Electric Scooter 6 Max GL
კოდი:
31436
-
Pick up from the Woodmart Store
To pick up today
Free
-
Courier delivery
Our courier will deliver to the specified address
2-3 Days
From $40
-
DHL Courier delivery
DHL courier will deliver to the specified address
1-2 Days
From $40
1949₾
მარაგში
მარაგში
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება 200 ლარიდან
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
14 დღე დაბრუნება
მარტივი დაბრუნება
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
აღწერა
აღწერა
Xiaomi Electric Scooter 6 Max GL არის პრემიუმ კლასის ელექტრო სკუტერი, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც არ აღიარებს კომპრომისებს. წინა მოდელებთან შედარებით, ის გაცილებით მძლავრია, აქვს მეტი გასავლელი მანძილი და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც მგზავრობას მაქსიმალურად სტაბილურს ხდის რთულ რელიეფზეც კი.
რით არის ეს მოდელი გამორჩეული:
- გაუმჯობესებული გამავლობა და 12″ საბურავები: სკუტერი აღჭურვილია დიდი, 12-ინჩიანი უკამერო საბურავებით, რაც საგრძნობლად ზრდის სტაბილურობას. წინა და უკანა ზამბარიანი ამორტიზაციის სისტემა კი იდეალურად არბილებს დარტყმებს უსწორმასწორო ზედაპირზე.
- განსაკუთრებული სიმძლავრე: 450W ნომინალური (1100W პიკური) ძრავა საშუალებას გაძლევთ თავისუფლად დაძლიოთ 24%-იანი აღმართები. სკუტერს აქვს 70 კმ-მდე გასავლელი მანძილი, რაც მას იდეალურს ხდის გრძელი მარშრუტებისთვის.
- TCS – მოჭიდების კონტროლი: ეს არის ინოვაციური სისტემა, რომელიც სველ გზაზე ან ქვიშაზე საბურავის დაბუქსავებას უშლის ხელს. სკუტერი ავტომატურად არეგულირებს სიმძლავრეს, რათა თავიდან აიცილოთ მოსრიალება.
- ერგონომიული დიზაინი და ფეხის საყრდენი : განახლებული სადგამი დაფა და უკანა ფეხის საყრდენი სიმძიმის ცენტრის უკეთ გადანაწილების საშუალებას იძლევა, რაც მართვასა და დამუხრუჭებას უფრო უსაფრთხოს ხდის.
- სამსაფეხურიანი სამუხრუჭე სისტემა: წინა და უკანა მექანიკური დისკური მუხრუჭები, E-ABS და E-BRAKE სისტემასთან ერთად, უზრუნველყოფს მყისიერ და კონტროლირებად გაჩერებას.
- Apple Find My მხარდაჭერა: Apple-ის ეკოსისტემის მომხმარებლებისთვის სკუტერის ადგილმდებარეობის ნახვა რუკაზე რეალურ დროშია შესაძლებელი, რაც დამატებითი დაცვაა დაკარგვისგან.
- სწრაფი დატენვის შესაძლებლობა: 48V-იანი სისტემა სტანდარტულად 9 საათში იმუხტება, თუმცა სწრაფი დამტენით (იყიდება ცალკე) ამ დროის შემცირება 2.45 საათამდეა შესაძლებელი.
მახასიათებლები
მახასიათებლები
| ზოგადი | |
| მოდელი: | Xiaomi Electric Scooter 6 Max GL |
| ტიპი: | ელექტრო სკუტერი |
| წამყვანი ბორბალი: | უკანა |
| წონა: | 29.7 კგ |
| რეკომენდირებული სიმაღლე: | 140–200 სმ |
| მაქს. დატვირთვა: | 130 კგ |
| ჩარჩო: | მაღალი სიმტკიცის ნახშირბადოვანი ფოლადი |
| ძრავი და შესრულება | |
| ძრავი: | 450 W (ნომინალური) / 1100 W (პიკური) |
| მაქს. სიჩქარე: | 25 კმ/სთ |
| აღმართის კუთხე: | 24% (13.5°) |
| სიჩქარის რეჟიმები: | 3 – WALKING (6 კმ/სთ) / DRIVE (15 კმ/სთ) / SPORT (25 კმ/სთ) |
| ბატარეა | |
| ტევადობა: | 48 V / 10 Ah (10 000 mAh) |
| გასავლელი მანძილი: | 70 კმ-მდე (75 კგ, 15 კმ/სთ, 25°C, სწორი გზა) / 45 კმ-მდე (მაქს. სიჩქარეზე) |
| დამუხტვა: | 9 სთ (სტანდარტული) / 2.45 სთ (სწრაფი დამტენით – იყიდება ცალკე) |
| ამორტიზაცია და დამუხრუჭება | |
| ამორტიზაცია: | წინა ზამბარიანი ჩანგალი (45 მმ სვლა) + უკან 2 × ზამბარა |
| სამუხრუჭე სისტემა: | 3 დონიანი – წინა და უკან მექანიკური დისკური (120 მმ, 1 პისტონიანი) / უკან E-BRAKE (რეკუპერაციული) |
| E-ABS: | დიახ (ბლოკირების საწინააღმდეგო) |
| TCS: | მოჭიდების კონტროლის სისტემა (სველ გზაზე, ქვიშაზე, მოლიპულ ზედაპირზე) |
| საბურავები: | 12\ უკამერო (განახლებული უფრო დიდი ზომა)" |
| ეკრანი და მართვა | |
| ეკრანი: | TFT LCD (სიჩქარე / რეჟიმი / ბატარეა / დარჩენილი მანძილი / ოდომეტრი / დრო) |
| აჩქარების ბერკეტი: | 2-in-1 (თითის დაწოლა + სახელურის დატრიალება) |
| ფარი: | წინა LED ფარი |
| უკანა განათება: | დამუხრუჭების ინდიკატორი |
| ზარი: | მექანიკური |
| სახელური: | განახლებული, მოხრილი, ერგონომიური |
| უსაფრთხოება | |
| უსაფრთხოების სისტემა: | BMS (ბატარეის 6 დონიანი უსაფრთხოების კონტროლერი) |
| დაცვა: | IPX6 (შხეფისა და წვიმისგან დაცული – მოერიდეთ გუბეებს და ძლიერ წვიმას) |
| აპლიკაცია | |
| აპლიკაცია: | Mi Home |
| ფუნქციები: | სკუტერის მართვა (მხოლოდ ახლოს, 10 მეტრის რადიუსში) |
| დამატებითი | |
| Apple Find My: | დიახ (Apple ეკოსისტემაში რეალურ დროში ადგილმდებარეობის ჩვენება) |
| განსაკუთრებული: | E-BRAKE რეკუპერაციული დამუხრუჭება (ენერგიის აღდგენა) / TCS მოჭიდების კონტროლი / განახლებული ერგონომიკა და საბურავები |
