Kingsmith Walking pad MX16+
-
Pick up from the Woodmart Store
To pick up today
Free
-
Courier delivery
Our courier will deliver to the specified address
2-3 Days
From $40
-
DHL Courier delivery
DHL courier will deliver to the specified address
1-2 Days
From $40
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
უფასო მიწოდება
უფასო მიწოდება 200 ლარიდან
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
14 დღე დაბრუნება
მარტივი დაბრუნება
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
აღწერა
აღწერა
Kingsmith WalkingPad MX16+ — ახალი თაობის სარბენი ბილიკი, შექმნილი მათთვის, ვისაც სურს ჯანმრთელი ცხოვრება, აქტიური მოძრაობა და კომფორტული ვარჯიში საკუთარ სახლში. მისი 1.5 HP (1125W) ძრავი უზრუნველყოფს ძლიერ და ერთდროულად ჩუმ მუშაობას (<65 dB), რაც საშუალებას გაძლევს ივარჯიშო ნებისმიერი დროს – ხმაურის გარეშე.
ბილიკი გამოირჩევა ფართო სარბენი ზედაპირით (132×50 სმ) და მაღალი გამძლეობით – გათვლილია 136 კგ-მდე დატვირთვაზე. მისი ნახშირბადოვანი ფოლადის კონსტრუქცია და 5-ფენიანი რბილი სარბენი სისტემა ამცირებს მუხლებსა და სახსრებზე დატვირთვას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.
Kingsmith MX16+ მუშაობს სიჩქარის დიაპაზონში 1–16 კმ/სთ და მარტივად იმართება როგორც პანელიდან, ისე KS FIT აპლიკაციიდან. მას გააჩნია ორი რეჟიმი – P (11 წინასწარ განსაზღვრული პროგრამა ცხიმის წვისთვის, კარდიოსა და HIIT-სთვის) და M (მომხმარებლის მორგებული რეჟიმი), რაც იდეალურს ხდის როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილ სპორტსმენებისთვის.
ბილიკზე განთავსებულია LED ეკრანი, რომელიც აჩვენებს ყველა ძირითად ინფორმაციას – სიჩქარე, მანძილი, დრო, ნაბიჯები, კალორიები და გულისცემის მაჩვენებელი. Apple Watch ინტეგრაციის საშუალებით შეგიძლია პირდაპირ იხილო შენი გულისცემის მონაცემები ეკრანზე, ხოლო ფერადი ინდიკაცია დაგეხმარება პროგრესის თვალყურის დევნებაში.
მოწყობილობა გამოირჩევა ჭკვიანი ფუნქციებით: Child Lock – პანელის დაბლოკვა ბავშვებისგან, Lock Key – უსაფრთხოების გასაღები, რომელიც ავარიულად აჩერებს ბილიკს, და ავტომატური გათიშვა ინაქტივობის შემთხვევაში. ასევე აქვს გადახურებისა და გადატვირთვისგან დაცვის სისტემა.
Kingsmith WalkingPad MX16+ არის სრულად კეცვადი — იკეცება 3 ნაწილად და დგება ვერტიკალურად, ბორბლების წყალობით კი მარტივად გადაადგილდება. კომპლექტში შედის ტელეფონის დამჭერი, ზეთი და ინსტრუმენტები აწყობისთვის.
სახლში სავარჯიშო ბილიკი იდეალურია მათთვის, ვინც სურს ყოველდღიურად გაიმჯობესოს ფიზიკური ფორმა და შეინარჩუნოს აქტიურობა თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით. გამძლე, ჩუმი და ელეგანტური — Kingsmith WalkingPad MX16+ გაძლევს სრულ თავისუფლებას ვარჯიშისგან სიამოვნების მისაღებად!
მახასიათებლები
| ძრავი | |
| ძრავი: | 1.5 HP [1125W-მდე] |
| ხმაურის დონე: | <65 dB |
| ბილიკის წონა: | 53 კგ |
| სიჩქარე | |
| სიჩქარე: | 1 კმ/სთ - 16 კმ/სთ |
| მართვა: | პანელიდან ან აპლიკაციიდან |
| სარბენი სივრცე | |
| სარბენი სივრცე: | 132 სმ × 50 სმ |
| დატვირთვა | |
| მაქს. დასაშვები დატვირთვა: | 136 კგ |
| დაკეცვა | |
| დაკეცვა: | 3 ნაწილად იკეცება, ვერტიკალურად დგება | კეცვადი სახელურები | ბორბლებით გადასაადგილებელი |
| უსაფრთხოება | |
| Lock Key: | უსაფრთხოების გასაღები - ავტომატურად ჩერდება გამოყოფისას |
| Child Lock: | პანელის დაბლოკვა შემთხვევითი ჩარევებისგან |
| დისპლეი | |
| დისპლეი: | LED ინფორმაციული - სიჩქარე / მანძილი / ნაბიჯები / დრო / კალორიები / გულისცემა BLE |
| ინდიკაცია: | მთელს სიგრძეზე ფერადი სტატუსის ინდიკაცია |
| გულისცემა: | სტრიმინგი Apple Watch-დან |
| დისპლეის ფუნქციები | |
| ღილაკები: | 3/6/9 კმ/სთ სწრაფი გადამრთველი | სატრიალებელი სიჩქარის კონტროლი | P/M რეჟიმები | NFC თაგი სწრაფი დაკავშირებისთვის | ფერადი სტატუსის ინდიკაცია |
| რეჟიმები | |
| P რეჟიმი: | 11 წინასწარ განსაზღვრული პროგრამა - სიარული / სირბილი / HIIT / ცხიმის წვა / კარდიო / გახურება | ავტომატური სიჩქარე/დრო |
| M რეჟიმი: | სამომხმარებლო - თვითონ ვაწესებთ პირობებს |
| აღმართი | |
| აღმართი: | არ აქვს |
| კონსტრუქცია | |
| მასალა: | ნახშირბადოვანი ფოლადი |
| სარბენი ქამარი: | 5 ფენიანი სქელი |
| სარბენი სისტემა: | 4 ფენიანი - EVA და PET ფენები ამორტიზაციისთვის, მუხლების/სახსრების უსაფრთხოება, კომფორტული ვარჯიში |
| ფეხები: | რეგულირებადი რეზინის - იატაკთან ზუსტი მიკრობა |
| აპლიკაცია | |
| აპლიკაცია: | KS FIT - AI ტრენერი, მორგებული ვარჯიშები, ფიტნეს კონტროლი |
| ინტეგრაცია: | Apple Watch | Apple Health ↔ KS FIT სინქრონიზაცია |
| დაცვა | |
| გადატვირთვა/გადახურება: | ძრავი ავტომატურად ითიშება |
| ავტომატური გათიშვა: | ინაქტივთა დროის შემდეგ |
| კომპლექტაცია | |
| კომპლექტაცია: | ტელეფონის დამჭერი / ლუბრიკანტი ზეთი / ასაწყობი ხელსაწყო / უსაფრთხოების გასაღები |
| ზომები | |
| გაშლილი: | 77.7 × 154.5 × 105.6 სმ |
| დაკეცილი (3 ნაწილი): | 77.3 × 105.6 × 24.6 სმ |









