გარანტია და სერვისი
smartera.ge-ზე შეძენილ ნივთთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქვემოთ, შესაბამისი ბრენდის განყოფილებაში მითითებულ სერვისცენტრს.
ამ გვერდზე მოცემულია საგარანტიო მომსახურების საერთო პირობები და ცალკეული ბრენდების პროდუქციის მოვლისა და მომსახურების თავისებურებები.
1. მოვაჭრის ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები
- სავაჭრო დასახელება: smartera.ge
- იურიდიული დასახელება: შპს სმარტლაბ ჯორჯია
- საიდენტიფიკაციო კოდი: 405882807
- ტელეფონი: +995323888281
- ელფოსტა: info@smartera.ge
2. კანონისმიერი გარანტია
თუ smartera.ge-ზე შეძენილ ახალ ნივთს გადმოცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოაჩნდება ნაკლი, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
კანონისმიერი გარანტია ეხება ნივთის შეუსაბამობას შეძენისას შეთანხმებულ პირობებთან, მათ შორის, მის აღწერასთან, დანიშნულებასთან ან იმ თვისებებთან, რომლებიც ასეთი ნივთისგან გონივრულად არის მოსალოდნელი.
ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა შემთხვევისა, როდესაც არჩეული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
ნივთის შეკეთება ან შეცვლა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში, თქვენთვის მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე, ნივთის თავისებურებებისა და მისი შეძენის მიზნის გათვალისწინებით.
შეგიძლიათ მოითხოვოთ ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა, თუ:
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით შეუძლებელია;
- ნივთი გონივრულ ვადაში არ შეკეთდა ან არ შეიცვალა და ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგეთ;
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა მნიშვნელოვან შეფერხებას შეგიქმნით.
უმნიშვნელო ნაკლის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ წარმოიშობა.
ეს პირობები განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომელიც ნივთს უპირატესად პირადი მოხმარებისთვის იძენს. სამეწარმეო ან პროფესიული მიზნებისთვის შეძენისას მომსახურების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით. მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია არ გამორიცხავს მომხმარებლის უფლებებით სარგებლობას, თუ ნივთი პირადი მოხმარებისთვის არის შეძენილი.
3. ნაკლის წარმოშობის მიზეზის დადგენა
თუ ნაკლი ნივთის მიღებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში გამოვლინდა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ იგი ნივთის გადმოცემისას არსებობდა, რამდენადაც ეს ნივთის ბუნებისა და ნაკლის ხასიათის გათვალისწინებით შესაძლებელია. ამ პერიოდში საწინააღმდეგოს დამტკიცების ვალდებულება მოვაჭრეს ეკისრება.
თუ ნაკლი 6 თვის შემდეგ გამოვლინდა, იმის მტკიცების ვალდებულება, რომ იგი ნივთის გადმოცემისას არსებობდა, მომხმარებელს ეკისრება.
დიაგნოსტიკა გამოიყენება გაუმართაობისა და მისი გამომწვევი მიზეზის დასადგენად. დიაგნოსტიკის ჩატარება არ ცვლის კანონით დადგენილ მტკიცების წესს.
4. დამატებითი — კომერციული გარანტია
ცალკეულ პროდუქტზე შესაძლოა მოქმედებდეს smartera.ge-ს, მწარმოებლის ან სხვა გარანტიის გამცემის დამატებითი კომერციული გარანტია.
ასეთი გარანტიის არსებობის შემთხვევაში, მის გამცემს, ხანგრძლივობას, მოქმედების ტერიტორიას, დაფარვას და მიმართვის წესს გაეცნობით შესაბამისი პროდუქტის გვერდზე ან საგარანტიო დოკუმენტში.
კომერციული გარანტია ავსებს და არ ზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებებს. მისი ვადის გასვლა ან კონკრეტული კომპონენტის კომერციული გარანტიიდან გამორიცხვა თავისთავად არ აუქმებს კანონისმიერი გარანტიით სარგებლობის შესაძლებლობას.
5. როგორ მოგვმართოთ
ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით ან მიმართეთ სერვის ცენტრს მითებულ მისამართზე.
მიმართვის განხილვის გასამარტივებლად მიაწოდეთ:
- თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- შეკვეთის ნომერი ან შეძენის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია;
- ნივთის დასახელება და მოდელი;
- სერიული ნომერი ან IMEI, თუ ნივთს ასეთი ნომერი აქვს და მისი წაკითხვა შესაძლებელია;
- პრობლემის მოკლე აღწერა და მისი გამოვლენის გარემოებები.
ფოტოს ან ვიდეოს გამოგზავნა დაგვეხმარება პრობლემის შეფასებაში, თუმცა მათი არქონა მიმართვის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.
ქვითრის ან საგარანტიო ბარათის დაკარგვა ავტომატურად არ გამორიცხავს მომსახურებას, თუ შეძენისა და ნივთის იდენტიფიცირება შესაძლებელია შეკვეთის მონაცემებით, გადახდის დოკუმენტით ან სხვა სარწმუნო გზით.
6. ნივთის გადაცემა და დიაგნოსტიკა
ნივთის ჩაბარებისას აღირიცხება მისი გარეგნული მდგომარეობა, თქვენ მიერ აღწერილი პრობლემა და გადმოცემული კომპლექტაცია. მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გადმოგეცემათ ქაღალდზე ან ელექტრონულად.
დიაგნოსტიკისთვის ნივთთან ერთად გადმოგვეცით მხოლოდ ის აქსესუარები, რომლებიც პრობლემის შესამოწმებლად არის საჭირო. მაგალითად, დამტენი, კვების კაბელი, ბატარეა ან შესაბამისი სადგური.
ორიგინალი შეფუთვის არქონა თავისთავად არ არის საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი. ტრანსპორტირებისას ნივთი უსაფრთხოდ უნდა იყოს შეფუთული.
თუ ნივთში ინახება პირადი ინფორმაცია, შესაძლებლობის შემთხვევაში წინასწარ შექმენით სარეზერვო ასლი და ამოიღეთ მეხსიერების ბარათი ან სხვა პირადი მონაცემების მატარებელი. ანგარიშიდან გამოსვლა ან დაბლოკვის მოხსნა შეიძლება საჭირო გახდეს კონკრეტული დიაგნოსტიკური ან სარემონტო სამუშაოსთვის; ასეთ საჭიროებას წინასწარ შეგატყობინებთ. ანგარიშის პაროლის გადმოცემა არ მოგეთხოვებათ.
თუ ნივთის მდგომარეობა უსაფრთხოების რისკზე მიუთითებს, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და შემდგომი მოქმედებები ჩვენთან შეათანხმეთ.
7. მომსახურების ვადები და ხარჯები
მიმართვის მიღების შემდეგ გაცნობებთ ნივთის გადაცემის წესს, დიაგნოსტიკის სავარაუდო ვადასა და შემდგომ ნაბიჯებს.
მომსახურების ვადა განისაზღვრება გაუმართაობის ხასიათის, შესასრულებელი სამუშაოსა და ნაწილების ხელმისაწვდომობის მიხედვით. ვადის ცვლილების შემთხვევაში გაცნობებთ ცვლილების მიზეზსა და განახლებულ სავარაუდო ვადას.
დიაგნოსტიკისა და ნაწილების ჩამოტანის საჭიროება არ აუქმებს ნივთის გონივრულ ვადაში შეკეთების ან შეცვლის ვალდებულებას.
დიაგნოსტიკისა და საგარანტიო მომსახურების ვადები:
- დიაგნოსტიკა — არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა.
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა — არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, თუ საჭირო ნაწილი ან შესაცვლელი ნივთი საქართველოში ხელმისაწვდომია.
- ნივთის შეკეთება ან შეცვლა — არაუმეტეს 40 სამუშაო დღისა, თუ საჭიროა ნაწილის ან შესაცვლელი ნივთის საზღვარგარეთიდან შეკვეთა ან მოწყობილობის საზღვარგარეთ გაგზავნა.
დიაგნოსტიკა შედის შეკეთების ან შეცვლის საერთო ვადაში.
კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებს, მათ შორის, სამუშაოს, მასალებისა და აუცილებელი გადაზიდვის ხარჯებს, ფარავს სერვის ცენტრი.
დიდგაბარიტიანი ნივთის — მაგალითად, სარბენი ბილიკის — მომსახურებისას წინასწარ შევათანხმებთ ადგილზე შემოწმების ან ტრანსპორტირების წესს.
ფასიანი დიაგნოსტიკა, შეკეთება ან სხვა ფასიანი სამუშაო შესრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაცნობებთ მის პირობებსა და ღირებულებას და მივიღებთ თქვენს თანხმობას.
8. რა შემთხვევაში შეიძლება არ დაფინანსდეს შეკეთება გარანტიით
გარანტია არ ფარავს ბუნებრივ ცვეთას ან ისეთ დაზიანებას, რომელიც ნივთის გადმოცემის შემდეგ არასწორმა გამოყენებამ ან სხვა გარეგანმა ზემოქმედებამ გამოიწვია.
ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს:
- დაცემა, დარტყმა ან სხვა მექანიკური ზემოქმედება;
- სითხის, ორთქლის, მტვერის ან უცხო სხეულის შეღწევა ისეთ პირობებში, რომლებიც სცდება კონკრეტული მოდელის დასაშვებ გამოყენებას;
- ინსტრუქციით განსაზღვრული დატვირთვის, მოვლის, შენახვის ან დამუხტვის წესების დარღვევა;
- შეუთავსებელი კვების წყაროს, აქსესუარის ან საწმენდი საშუალების გამოყენება;
- თვითნებური შეკეთება, კონსტრუქციის ან პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილება, რომელმაც გამოიწვია დაზიანება;
- ელექტროქსელის გაუმართაობა ან სხვა გარეგანი ზემოქმედება, რომელმაც გამოიწვია ნივთის დაზიანება.
უარის საფუძველი უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ გაუმართაობასა და მის გამომწვევ მიზეზს.
თუ ნივთის ან შეძენის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
გარანტიით მომსახურებაზე უარის შემთხვევაში მოგაწვდით მიზეზის წერილობით განმარტებას და, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის დიაგნოსტიკურ დასკვნას.
9. აკუმულატორები, აქსესუარები და ცვეთადი ნაწილები
აკუმულატორები, დამტენები, ფილტრები, ჯაგრისები, ბორბლები, სხვა აქსესუარები და ცვეთადი ნაწილები ავტომატურად არ გამოირიცხება კანონისმიერი გარანტიიდან.
მომსახურებისას ერთმანეთისგან განვასხვავებთ:
- წარმოების ან მასალის ნაკლს;
- გამოყენების შედეგად ბუნებრივ ცვეთას;
- მოვლის წესების დარღვევით ან არასწორი გამოყენებით გამოწვეულ დაზიანებას.
მაგალითად, აკუმულატორის ტევადობის თანდათანობითი შემცირება შეიძლება ბუნებრივი ცვეთის შედეგი იყოს, თუმცა გაუმართაობის მიზეზი ფასდება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით.
სახარჯი მასალის გეგმური გამოცვლა და რეგულარული წმენდა საგარანტიო შეკეთებას არ წარმოადგენს, თუ მათი საჭიროება ნივთის ნაკლით არ არის გამოწვეული.
10. სერვისცენტრები და თავისებურებები ბრენდების მიხედვით
ქვემოთ მოცემული მითითებები ავსებს საერთო პირობებს და არ ზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებებს. გამოყენებისა და მოვლის კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი მოდელის ინსტრუქციით.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ბრენდის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ უშუალოდ Smartlab-ს. სერვისცენტრში მიმართვა არ გამორიცხავს მოვაჭრისთვის მოთხოვნის წარდგენის უფლებას.
DJI
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
ეს განყოფილება ეხება smartera.ge-ზე შეძენილ DJI-ის კამერებს, სტაბილიზატორებს, მიკროფონებსა და შესაბამის აქსესუარებს. დრონები ამ განყოფილებაში არ შედის.
- წყალში ან ტენიან გარემოში გამოყენების შესაძლებლობა შეამოწმეთ კონკრეტული მოდელის ინსტრუქციაში. ერთი მოდელის წყალგამძლეობა სხვა მოდელზე არ ვრცელდება.
- თუ წყალში გამოყენება დასაშვებია, დაიცავით მითითებული სიღრმე, ხანგრძლივობა და დამცავი ხუფებისა თუ დამატებითი კორპუსის გამოყენების წესები.
- სტაბილიზატორის გამოყენებისას დაიცავით დატვირთვისა და დაბალანსების მოთხოვნები; არ შეზღუდოთ მოძრავი ნაწილების მოძრაობა.
- მიკროფონისა და სხვა აქსესუარების შემთხვევაში გაითვალისწინეთ დაკავშირებული მოწყობილობის, კაბელისა და ადაპტერის თავსებადობა.
Dyson
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- მტვერსასრუტების, თმის მოვლის მოწყობილობებისა და ჰაერის დამუშავების ტექნიკის მოვლის წესები განსხვავდება; იხელმძღვანელეთ კონკრეტული მოდელის ინსტრუქციით.
- დროულად გაწმინდეთ ფილტრები და ჰაერის გამტარი ნაწილები. გარეცხვის შემდეგ ფილტრი დააბრუნეთ მხოლოდ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გაშრობის შემდეგ.
- მშრალი წმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობით არ შეაგროვოთ სითხე.
- თმის მოვლის მოწყობილობებისთვის დაიცავით წყლის სიახლოვეს გამოყენებისა და შენახვის უსაფრთხოების წესები.
- აკუმულატორის ბუნებრივი ცვეთა და ტექნიკური გაუმართაობა ფასდება ცალ-ცალკე.
Kingsmith
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- დაიცავით კონკრეტული მოდელისთვის განსაზღვრული მაქსიმალური წონა, მუშაობის რეჟიმი და განთავსების მოთხოვნები.
- სარბენი ბილიკის აწყობა, ლენტის გასწორება, დაჭიმვა და შეზეთვა შეასრულეთ მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად.
- თუ მოდელი მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, გაითვალისწინეთ ეს შეზღუდვა გამოყენების ადგილისა და დატვირთვის შერჩევისას.
- გადაადგილებამდე ან ტრანსპორტირებამდე დაგვიკავშირდით მომსახურების ორგანიზებისთვის.
Ninebot
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- დაიცავით მომხმარებლის წონის, გზის საფარისა და გამოყენების პირობების შესახებ მითითებები.
- რეგულარულად შეამოწმეთ საბურავები, მუხრუჭები და სამაგრები; თუ მოდელს პნევმატური საბურავები აქვს, დაიცავით რეკომენდებული წნევა.
- დამუხტვისას გამოიყენეთ შესაბამისი დამტენი და დაიცავით ტემპერატურისა და ტენიანობის მოთხოვნები.
- წყალგამძლეობის მაჩვენებელი არ ნიშნავს ნებისმიერი სიღრმის წყალში მოძრაობის ან წნევით რეცხვის დაშვებას.
- სიჩქარის შეზღუდვის მოხსნით, შეუთავსებელი კომპონენტებით ან კონსტრუქციის ცვლილებით გამოწვეული დაზიანება ფასდება მისი მიზეზის მიხედვით.
Roborock
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- მოწყობილობა და სადგური გამოიყენეთ კონკრეტული მოდელის ინსტრუქციის შესაბამისად.
- გამოიყენეთ მხოლოდ დაშვებული საწმენდი საშუალებები და დაიცავით მათი დოზირება, თუ ეს ინსტრუქციით არის განსაზღვრული.
- რეგულარულად გაწმინდეთ ფილტრები, ჯაგრისები, სენსორები, ავზები და სადგურის შესაბამისი ნაწილები.
- წყლით გარეცხეთ მხოლოდ ის კომპონენტები, რომელთა რეცხვაც დასაშვებია; დამონტაჟებამდე დაიცავით გაშრობის მოთხოვნები.
- გაჭედვის ან უჩვეულო ხმაურის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და შეამოწმეთ მოწყობილობა ინსტრუქციის შესაბამისად.
Xiaomi
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
Xiaomi-ის პროდუქციისთვის მომსახურების თავისებურებები განისაზღვრება კატეგორიისა და კონკრეტული მოდელის მიხედვით.
- გაითვალისწინეთ კვების, დამუხტვის, დატვირთვისა და მოვლის მოთხოვნები.
- აპლიკაციასთან დაკავშირებული მოწყობილობებისთვის ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის აღწერაში მითითებულ რეგიონს, თავსებადობასა და პროგრამულ მოთხოვნებს.
- პროგრამული პრობლემის განხილვისას შეიძლება დაგვჭირდეს აპლიკაციის ვერსიისა და დაკავშირებული მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია.
- განახლებები და პარამეტრების ცვლილებები შეასრულეთ მწარმოებლის მითითებების შესაბამისად.
შეძენისას მითითებული ფუნქციები და თავსებადობა წარმოადგენს ნივთის შესაბამისობის შეფასების ნაწილს.
Volto — პროექტორები
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- პროექტორი განათავსეთ ისე, რომ სავენტილაციო ღიობები თავისუფალი დარჩეს და დაცული იყოს ინსტრუქციით განსაზღვრული დაშორებები.
- ოპტიკისა და ფილტრების წმენდა შეასრულეთ მხოლოდ დაშვებული მეთოდით.
- დაიცავით ტემპერატურის, ტენიანობის, კვებისა და გამორთვის წესები.
- გამოსახულების ხარვეზის შეფასებისას მოწმდება როგორც პროექტორი, ისე სიგნალის წყარო, კაბელი, პარამეტრები და გამოყენების პირობები.
პიქსელებთან ან გამოსახულებასთან დაკავშირებული ტექნიკური დასაშვები გადახრები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი მოდელის დოკუმენტაციითა და შეძენამდე მოწოდებული ინფორმაციით, კანონით მინიჭებული უფლებების დაცვით.
Urevo
სერვისცენტრი: xService
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი 39
ტელეფონი: +995322185018
ელ. ფოსტა: contact@xservice.ge
- დაიცავით მაქსიმალური დატვირთვის, მუშაობის ხანგრძლივობისა და განთავსების მოთხოვნები.
- სარბენი ლენტის მოვლა, დაჭიმვა, გასწორება და შეზეთვა შეასრულეთ კონკრეტული მოდელის ინსტრუქციის მიხედვით.
- თუ მოწყობილობა მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, დატვირთვა ამ დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს.
- უჩვეულო ხმაურის, მოძრაობის შეფერხების ან სხვა გაუმართაობის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და დაგვიკავშირდით.
- დიდგაბარიტიანი ნივთის ტრანსპორტირება წინასწარ შეათანხმეთ ჩვენთან.
11. მიმართვის შედეგი და დავის განხილვა
მიმართვის განხილვის შედეგსა და შემდგომ ნაბიჯებს გაცნობებთ თქვენთან შეთანხმებული საკომუნიკაციო საშუალებით.
თუ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ განმეორებით და წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან სასამართლოს, კანონით დადგენილი წესით.
გამართული ნივთის დაბრუნების პირობები იხილეთ ცალკე გვერდზე — „დაბრუნება და გაცვლა“.
დაბრუნება და გაცვლა
ამ გვერდზე განმარტებულია, როგორ შეგიძლიათ smartera.ge-ზე ონლაინ შეძენილ ნივთზე უარის თქმა, ნივთის დაბრუნება ან გაცვლის მოთხოვნა, ასევე როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ დაზიანებული, არასრული ან შეკვეთისგან განსხვავებული ნივთი.
1. სად მოგვმართოთ
- სავაჭრო დასახელება: smartera.ge
- იურიდიული დასახელება: შპს სმარტლაბ ჯორჯია
- საიდენტიფიკაციო კოდი: 405882807
- ტელეფონი: +995323888281
- ელფოსტა: info@smartera.ge
- დაბრუნების მისამართი: ნივთის გაგზავნამდე ზუსტი მისამართი დააზუსტეთ smartera.ge-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან
2. ონლაინ შეძენილ ნივთზე უარის თქმა
თუ ნივთი ონლაინ შეიძინეთ, უფლება გაქვთ, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვათ შეძენაზე ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ნივთს მიიღებთ თქვენ ან თქვენ მიერ განსაზღვრული მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა.
თუ ერთი შეკვეთის ფარგლებში შეძენილი ნივთები ცალ-ცალკე მოგეწოდებათ, ვადა აითვლება ბოლო ნივთის მიღებიდან.
ეს წესი ვრცელდება მომხმარებელზე, რომელიც ნივთს უპირატესად პირადი მოხმარებისთვის იძენს. კანონით გათვალისწინებული დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის ეს რეჟიმი არ ვრცელდება საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება. ეს გამონაკლისი არ აუქმებს ნაკლის მქონე ნივთთან დაკავშირებით კანონით მინიჭებულ უფლებებს.
3. როგორ შეგვატყობინოთ დაბრუნების შესახებ
14-დღიანი ვადის ამოწურვამდე გამოგვიგზავნეთ შეძენაზე უარის თქმის მკაფიო შეტყობინება ზემოთ მითითებულ ელფოსტაზე ან ჩაგვაბარეთ წერილობით ჩვენს მისამართზე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ გვერდის ბოლოს მოცემული ფორმა ან დაწეროთ თავისუფალი ფორმით. ფორმის გამოყენება სავალდებულო არ არის.
ელექტრონული შეტყობინების მიღებას დაუყოვნებლივ დაგიდასტურებთ ელფოსტით.
ვადის დასაცავად საკმარისია შეტყობინების გაგზავნა მის ამოწურვამდე. გირჩევთ, შეინახოთ გაგზავნის დამადასტურებელი ინფორმაცია.
შეტყობინების დროულად გაგზავნის შემდეგ დაბრუნების უფლების განხორციელება არ არის დამოკიდებული smartera.ge-ს წინასწარ თანხმობაზე.
4. რა ვადაში უნდა დააბრუნოთ ნივთი
ნივთი დაგვიბრუნეთ ან გამოგვიგზავნეთ შეძენაზე უარის თქმის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა შემთხვევისა, როდესაც მის წამოღებას თავად smartera.ge უზრუნველყოფს.
ნივთის გაგზავნამდე დაუკავშირდით smartera.ge-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ამ გვერდზე მითითებული ტელეფონით ან ელფოსტით და დააზუსტეთ დაბრუნების მისამართი.
ხშირ შემთხვევაში ნივთი ბრუნდება იმავე მისამართზე, საიდანაც გამოგეგზავნათ. ზუსტ მისამართს, მიმღების მონაცემებსა და ნივთის მიღების საათებს წერილობით დაგიდასტურებთ.
მისამართის დაზუსტება ემსახურება დაბრუნების სწორად ორგანიზებას და არ ნიშნავს, რომ შეძენაზე უარის თქმას smartera.ge-ს წინასწარი თანხმობა სჭირდება. თუ მისამართის მოწოდება ჩვენი მიზეზით დაგვიანდება, ამით გამოწვეული ვადის გადაცილება ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი არ გახდება.
ნივთი შეფუთეთ უსაფრთხოდ, მისი თავისებურებების გათვალისწინებით. გამოგზავნის შემთხვევაში შეინახეთ გადამზიდავისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დიდგაბარიტიანი ნივთის დაბრუნების ორგანიზებისთვის წინასწარ დაგვიკავშირდით. ტრანსპორტირების შეთანხმება არ ცვლის კანონით განსაზღვრულ ვადებს.
5. ნივთის მდგომარეობა და კომპლექტაცია
შეგიძლიათ ნივთი შეამოწმოთ იმ მოცულობით, რაც საჭიროა მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად.
ყუთის გახსნა თავისთავად არ აუქმებს დაბრუნების უფლებას, გარდა კანონით გათვალისწინებული სპეციალური გამონაკლისებისა.
თუ ნივთი გამოიყენეთ იმაზე მეტად, ვიდრე მისი მახასიათებლებისა და მუშაობის შესამოწმებლად იყო საჭირო, და ამის შედეგად მისი ღირებულება შემცირდა, შესაძლოა დაგეკისროთ მხოლოდ ამ შემცირების შესაბამისი თანხის ანაზღაურება.
ღირებულების შემცირება უნდა ეფუძნებოდეს ნივთის რეალურ მდგომარეობასა და დასაბუთებულ შეფასებას. მხოლოდ ყუთის გახსნის გამო ფიქსირებული საკომისიო ან ჯარიმა არ დაგეკისრებათ.
ნივთთან ერთად დააბრუნეთ მის კომპლექტში მიღებული აქსესუარები და სხვა შემადგენელი ნაწილები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ ორიგინალი შეფუთვაც. მისი არქონა ავტომატურად არ გამორიცხავს დაბრუნებას.
თუ მოწყობილობა დაკავშირებულია პირად ანგარიშთან, დაბრუნებამდე, შესაძლებლობის შემთხვევაში:
- შექმენით საჭირო მონაცემების სარეზერვო ასლი;
- წაშალეთ პირადი ინფორმაცია;
- გამოდით ანგარიშიდან და მოხსენით პირადი დაბლოკვა;
- ამოიღეთ SIM-ბარათი ან პირადი მეხსიერების ბარათი.
თუ ამას ტექნიკური მიზეზით ვერ ახერხებთ, გვაცნობეთ. თქვენი ანგარიშის პაროლის გადმოცემა არ არის საჭირო.
6. დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯები
გამართული ნივთის დაბრუნებისას გადამზიდავს თავად ირჩევთ, მასთან უშუალოდ აზუსტებთ ტრანსპორტირების საფასურს და თავად იხდით დაბრუნების პირდაპირ ხარჯებს. ნივთის დაბრუნება პირადადაც შეგიძლიათ, smartera.ge-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მიერ დადასტურებულ მისამართზე.
ტრანსპორტირების საბოლოო საფასური განისაზღვრება თქვენ მიერ შერჩეული გადამზიდავის ტარიფებისა და მომსახურების პირობების მიხედვით.
7. თანხის დაბრუნება
შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხას დაგიბრუნებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, თქვენი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, ქვემოთ აღწერილი წესის გათვალისწინებით.
თანხის დაბრუნება შეიძლება შეჩერდეს მანამდე, სანამ მივიღებთ დაბრუნებულ ნივთს.
დაგიბრუნდებათ ნივთში გადახდილი თანხა და, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხარჯის გამოკლებით.
თანხა დაბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც გადაიხადეთ.
ნივთის ღირებულების დასაბუთებული შემცირების საკითხი, არსებობის შემთხვევაში, განიხილება ამ გვერდის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
8. როდის არ მოქმედებს მიზეზის მითითების გარეშე დაბრუნების უფლება
გამონაკლისები ვრცელდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებზე. ჩვენი ასორტიმენტის გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს:
- თქვენი ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან აშკარად თქვენს პირად საჭიროებებზე მორგებული ნივთი;
- ჰერმეტულად დაცული ნივთი, რომლის ჰერმეტულობა მიღების შემდეგ დაირღვა და რომლის დაბრუნებაც ამის გამო შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით;
- დალუქული პროგრამული უზრუნველყოფა, აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი, რომლის ლუქიც მიღების შემდეგ დაირღვა;
- ციფრული შინაარსი, რომელიც არამყარ მატარებელზე მოგეწოდათ, თუ მიწოდება დაიწყო თქვენი წინასწარი თანხმობით და თქვენთვის ცნობილი იყო, რომ ამით უარის თქმის უფლებას დაკარგავდით;
- სრულად გაწეული მომსახურება, თუ მისი გაწევა თქვენი წინასწარი თანხმობით დაიწყო და იცოდით, რომ მომსახურების სრულად მიღების შემდეგ უარის თქმის უფლებას დაკარგავდით.
ჰიგიენური გამონაკლისი არ ვრცელდება ავტომატურად მთელ ბრენდზე ან ყველა პირადი მოვლის მოწყობილობაზე. მისი გამოყენება დამოკიდებულია კონკრეტულ ნივთსა და კანონით განსაზღვრული პირობების არსებობაზე.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ სტანდარტული მოდელი სპეციალურად თქვენთვის ჩამოვიტანეთ ან წინასწარი შეკვეთით შეიძინეთ, არ ნიშნავს, რომ იგი ინდივიდუალურად დამზადებული ნივთია.
შესაბამისი გამონაკლისის არსებობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგეწოდოთ შეძენამდე.
ეს გამონაკლისები ეხება გამართული ნივთის მიზეზის მითითების გარეშე დაბრუნებას და არ აუქმებს ნაკლის მქონე ნივთთან დაკავშირებულ უფლებებს.
9. თუ მიიღეთ დაზიანებული, არასრული ან სხვა ნივთი
შესაძლებლობის შემთხვევაში, მიღებისას შეამოწმეთ შეფუთვა, ნივთის გარეგნული მდგომარეობა და კომპლექტაცია.
თუ შენიშნეთ დაზიანება, დანაკლისი ან შეკვეთასთან შეუსაბამობა, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ. პრობლემის აღწერასთან ერთად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოტო ან ვიდეო.
კურიერთან ერთად შედგენილი ჩანაწერი ან ფოტო დაგვეხმარება გარემოებების გარკვევაში, თუმცა მათი არქონა ან მიღებისას შენიშვნის დაუფიქსირებლობა თავისთავად არ აუქმებს კანონით მინიჭებულ უფლებებს.
ასეთი შემთხვევა განიხილება ნივთის ნაკლის ან შეკვეთასთან შეუსაბამობის საფუძველზე და არა მხოლოდ გამართული ნივთის 14-დღიანი დაბრუნების წესით.
ნაკლის მქონე ნივთის შეკეთების, შეცვლის, ფასის შემცირებისა და თანხის დაბრუნების პირობები განმარტებულია გვერდზე „გარანტია და სერვისი“.
10. ნივთის გაცვლა
თუ გამართული ნივთის სხვა მოდელში გაცვლა გსურთ, დაგვიკავშირდით. გაცვლა შესაძლებელია შესაბამისი ნივთის ხელმისაწვდომობისა და თქვენთან შეთანხმებული პირობების მიხედვით.
ფასის სხვაობა, მიწოდების წესი და შესაძლო ხარჯები შეთანხმდება გაცვლამდე.
გაცვლის განხილვა არ ზღუდავს ონლაინ შეძენილ ნივთზე კანონით დადგენილ ვადაში უარის თქმის უფლებას. თუ ამ უფლებით სარგებლობა გსურთ, შესაბამისი შეტყობინება დროულად გამოგვიგზავნეთ.
ნაკლის გამო ნივთის შეცვლის მოთხოვნა განიხილება კანონისმიერი გარანტიის წესით.
11. შეძენაზე უარის თქმის ფორმა
ამ ფორმის გამოყენება ნებაყოფლობითია. შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სხვა მკაფიო წერილობითი შეტყობინებაც:
გაცნობებთ, რომ ვამბობ უარს თქვენთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
შეკვეთის თარიღი: ____________________
ნივთის მიღების თარიღი: ____________________
მომხმარებლის სახელი და გვარი: ____________________
მომხმარებლის მისამართი: ____________________
ფორმის შევსების თარიღი: ____________________
12. პრეტენზიის განხილვა
დაბრუნებასა და გაცვლასთან დაკავშირებული საკითხებისთვის მოგვმართეთ ამ გვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.
თუ საკითხი შეთანხმებით ვერ გადაწყდა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან სასამართლოს, კანონით დადგენილი წესით.








